ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიცია: აუქციონში მოგებული ევკალიპტის საფასური გადახდილია

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს შემოსავლების სამსახურში, აუქციონში მოგებული ევკალიპტის ხის საფასური 17 220 ლარი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ევკალიპტის ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 27 მარტს 20 020 ლარად გაიყიდა. აღნიშნულ აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა.

იტვირთბა....