ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “”ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალებს” ერთმანეთი “ოცნებაზე” მეტად ეზიზღებათ”

ნინია კაკაბაძე “ევროპული საქართველოს” მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო. არაფერი გასაკვირი არაა იმაში, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” კაკაბაძეს მხარი არ დაუჭირა, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

“ნინია კაკაბაძე “ევროპული საქართველოს” მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო. არაფერი გასაკვირი არაა იმაში, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” კაკაბაძეს მხარი არ დაუჭირა. დღეს “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” ერთმანეთი  “ქართული ოცნებაზე” მეტად ეზიზღებათ. “ევროპული საქართველოსთვის” დღეს “ქართული ოცნება” უფრო მისაღებია, ვიდრე სააკაშვილის ყოფილი პარტია”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნინია კაკაბაძე საზმაუს ბორდის წევრად აირჩიეს. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა და მათგან არც ერთი არ იყო “ნაციონალი”. რომან გოცირიძის განცხადებით, “ენმ” კაკაბაძეს მხარს უჭერს, უბრალოდ, დღეს პარტიას მნიშვნელოვანი შეხვედრა ქონდა და სხდომას ვერ დაესწრო.

იტვირთბა....