ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “სააკაშვილი “ოცნებისთვის” მაშინ იქნება საფრთხე თუ ავლაბარში შადრევანის სახით ამოხეთქავს”

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბარში მიხეილ სააკაშვილის ტელემიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის მმართველი გუნდისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

“მიხეილ სააკაშვილი ერთადერთ შემთხვევაშია “ქართული ოცნებისთვის” საფრთხე თუ ავლაბარში შადრევანის სახით ამოხეთქავს”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა პარტიის სახელით გაავრცელა. მისი თქმით,  ის საქართველოში ჩამოსვლა და იმ დაპირებების შესრულებას აპირებს, რომელსაც ის ქვეყნის მოსახლეობას აძლევს.

პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა, იმ მძიმე სოციალური ფონის შესახებ, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს, სააკაშვილი აცხადებს, რომ აქვს კონკრეტული გეგმა როგორ გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა.

იტვირთბა....