პოლიტოლოგი გია ნოდია “მეტრონომთან” გედევან ფოფხაძის პარტიიდან წასვლას აფასებს. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ფოფხაძე გარკვეული საკითხების მიმართ, საკუთარი გუნდის წევრებისგან განსხვავებით უფრო პრინციპული აღმოჩნდა. თუმცა ნოდია ფიქრობს, რომ მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი მთლად ნინია კაკაბაძის ბორდის წევრად გახდომა არ არის. მისი აზრით, ფოფხაძეს პარტიაში გარკვეული შეუთანხმებლობა თანაგუნდელებთან უკვე ჰქონდა და მან წასვლისთვის საკმაოდ კარგი მიზეზი ნახა.
“არ ვიცი ზუსტად ფოფხაძეს თანაგუნდელებთან რა სახის დაპირისპირება ჰქონდა, თუმცა არ მგონია, რომ მისი პარტიიდან წასვლის მთავარი მიზეზი მაინც და მაინც კაკაბაძე გახდა. მას ალბათ ისედაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ კაკაბაძეს მისი პარტიის წევრები მხარს დაუჭერდნენ. ამიტომაც მისი მხრიდან ასეთი რადიკალური ქცევა უფრო სხვა კითხვებს აჩენს. რა თქმა უნდა, რომ მის მსგავსად “ოცნებაში” სხვებიც ფიქრობენ, თუმცა არ მგონია, რომ ამის გამო პარტია მათაც დატოვონ. უბრალოდ მიმაჩნია, რომ ფოფხაძე თანაგუნდელებისგან განსხვავებით უფრო პრინციპული აღმოჩნდა”,-განაცხადა ნოდიამ “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, ფოფხაძემ უმრავლესობა იმ მიზეზით დატოვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამორჩეული ნინია კაკაბაძე აირჩიეს.