ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: “ფოფხაძე წასასვლელად მიზეზს ეძებდა”

ამ ბოლო პერიოდში ბორჯომში უცნაური მოვლენები განვითარდა. მოგეხსენებათ ბორჯომი ფოფხაძის პასუხისმგებლობის ზონა იყო და ეტყობა უმრავლესობაში მისი მოღვაწეობით უკმაყოფილონი იყვნენ. ფოფხაძეც გაიბუტა და ასეთი ფორმით გამოხატა უკმაყოფილება, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

მე აღარ ვიცი ხვალიდან ქვეყანამ ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელოს. უმრავლესობაში ფოფხაძის წასვლის შემდეგ დიდი დესტაბილიზაციის კერა გაჩნდა. რა უნდა ქნას “ოცნებამ” არ ვიცი და მათი ცოდვით აღარ ვარ. სინამდვილეში ეს ყველაფერი თეთრი ძაფით ნაკერი ტრაგიკომედიაა.

გედევან ფოფხაძე წასასვლელად მიზეზს ეძებდა. მაგალითად, ამ ბოლო პერიოდში ბორჯომში უცნაური მოვლენები განვითარდა. მოგეხსენებათ ბორჯომი ფოფხაძის პასუხისმგებლობის ზონა იყო და ეტყობა უმრავლესობაში მისი მოღვაწეობით უკმაყოფილონი იყვნენ. ფოფხაძეც გაიბუტა და ასეთი ფორმით გამოხატა უკმაყოფილება. ფოფხაძემ ყველაფერი თავის ღრმა მორწმუნეობას დააბრალა, რაც არც თუ ახლოს არის რეალობასთნ. ეს არის მარტივი თამაშები, რასაც ჩვენ შეგვიძია ვუყუროთ, როგორც პატარა კომედიას”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საზმაუს ბორდის წევრად პარლამენტმა ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, რასაც გედევან ფოფხაძს უკმაყოფილება მოყვა და მან უმრავლესობა დატოვა.

იტვირთბა....