ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ არ მისცეს ხმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ხმა ნინია კაკაბაძეს

ნინია კაკაბაძე პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ კაკაბაძეს ხმა 55-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო მათ შორის არც ერთი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არაა.

როგორც “მეტრონომს” რომან გოცირიძემ განუცხადა, პარტია კაკაბაძეს ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ქონდათ და პარლამენტში მისვლა ვერ მოახერხეს.

“მეტრონომი” სალომე სამადაშვილსაც დაუკავშრდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ნინია კაკაბაძეს მხარს უჭერს და ხმასაც მისცემდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო პროცესს.

იტვირთბა....