ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მდინარაძე: “გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არასწორი და ნაჩქარევია”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი.

“გადაწყვეტილება იქნა მოღებული შემდეგნაირად: მეორე კანდიდატურას, რომელიც წარმოადგინა სახალხო დამცველმა, ჰქონდა საერთო მხარდაჭერა, ხოლო ნინოა კაკაბაძის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ ოპოზიციას მისცემოდა თავისი კვოტის რეალიზების საშუალება. მე პირადად მხარი მისთვის არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა ეს საშუალება არ წაერთმია უმცირესობისათვის და მხოლოდ ამის გამო უმრავლესობის დატოვება მიმაჩნია შეცდომად”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის რიგები დატოვა.

იტვირთბა....