დეპუტატი გედევან ფოფხაძე უმრავლესობის დატოვების შემდეგ, მედიასთან საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა. “მეტრონომი” დაუკავშირდა ფოფხაძეს და კომენტარი თხოვა, თუმცა ის მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა.
მან ასევე ერთი წინადადებით უპასუხა “ნეტგაზეთის” შეკითხვასაც.
“შვიდეულის კვირაში ამის გაკეთება ეს არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება. იმიტომ, რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს”, – აცხადებს ფოფხაძე ნეტგაზეთთან.
შეგახსენებთ, ფოფხაძემ უმრავლესობა იმ მიზეზით დატოვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამორჩეული ნინია კაკაბაძე აირჩიეს.