ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ორმა პირმა, რუსთავში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანა დააზიანა

რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ორმა პირმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომანქანა დააზიანა.

როგორც „მეტრონომს“  შინაგან საქმე სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, გამოძახებაზე მიმავალ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი წინ გადაუდგა, დააზიანა წინა საქარე მინა და ძრავის ხუფი. შემთხვევის დროს ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცებმა წინააღმდეგობა ადგილზე მისულ სამართალდამცავებსაც გაუწიეს.

იტვირთბა....