ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში მეეზოვეები გაიფიცნენ

ქობულეთის გამგეობის წინ,  სანდასუფთავების თანამშრომლები შეიკრიბნენ, ისინი გამგეობას კვარტალური პრემიის გაცემას სთხოვენ. მათი მტკიცებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანამატი ამ დრომდე არ აუღიათ. ინფორმაცის  აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ქობულეთის სანდასუფთავებაში 118 თანამშრომელია დასაქმებული. ისინი ამბობენ, რომ კუთვნილი პრემიის აღებამდე, ქალაქს არ დაასუფთავებენ.

ქობულეთში მეეზოვეების ყოველთვიური ანაზღაურება 280 ლარია, კვარტალურად სწორედ ამ რაოდენობის პრემიას ელოდებიან.

გაფიცულებს ქობულეთის მერი და საკრებულოს წევრები შეხვდნენ. აქციაზე მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებმა განმარტეს, რომ 2018 წლის ბიუჯეტში პრემია გათვალისწინებული არ არის.

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განაცხადა, რომ ის მუშაობს ხელფასის ერთიანად გზარდაზე.

მერის განმარტების მიუხედავად, მეეზოვეების გაფიცვა გრძელდება, ვიდრე მათი პრემიის საკითხი არ გადაწყდება.

იტვირთბა....