გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება ყაზბეგის გამზირსა და პეტრე ქავთარაძის ქუჩებზე.
ვაკის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ. კერძოდ, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება. საუბარია ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, ცოდნისკარის, შატილის, ურეკის, საჩხერეს, ქეთევან მაღალაშვილის, დომენტი ჟღენტის, ხვანჩკარას და ტყიბულის ქუჩების მცხოვრებლებზე.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ხევისუბნის, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.
ასევე 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის აბონენტებს.
12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტალში.
გლდანის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეუწყდებათ.
ასევე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III, IIIამიკრორაიონების, ქერჩის და მემედ აბაშიძის ქუჩებს.
კრწანისის რაიონის აბონენტებს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ, გორგასლისა და გულუას ქუჩებს.
სამგორის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), საცხენისისა და შუამთის ქუჩების მცხოვრებლებზე.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, საბანკოს დასახლების, მუკუზანის, შერვაშიძის, დედოფლისწყაროს, წურწუმიას, დმანისის, მახათას, ალადაშვილის, ხერხეულიძის, იზაშვილის, კონსტანტინე ერისთავის, მთავარანგელოზის, ობსერვატორიის, ბადიაურის, ნასაკირალის, იუსტინე აბულაძის, კვეზერელის, ხივინის, სართიჭალას, ნიაბის, ფშავის, საინგილოს, ბზიფის, დომინიკა ერისთავის, კაიშაურის, მარტყოფის, გურჯაანის, რაზიკაშვილის, გუმბრის, ჟონეთის, კიკეთის, ბეთანიის, ახალუბნის, განთიადის, სომხეთის, ყვარლის, აფანასიევის, წალენჯიხის, ნანეიშვილის, შერვაშიძის, სევანის, დურმიშიძის, მიქატაძის, მიქელაძის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ყარყარაშვილის, მესხეთის, ტოლენჯის, გიორგი ანწუხელიძის, ბაქრაძის, კაკაბეთის, ქეთევან წამებულის, ქურხულის, გუთნის, ხახანაშვილის, ფოსტის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, წინანდლის, საბადურის, ჩიხლაძის, დოესის, ზურაბაშვილის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, ჯორჯ ბუშის, გუჯარეთის, კასპის, შორაპნის, 300 არაგველის და საბარგოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება მელაანის შესახვევის, ყვარლის, საინგილოს და ჯორჯ ბუშის ქუჩებზე.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.