„მეტრონომმა“ მოაწყო ონლაინ-გამოკითხვა, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა და რამდენიმე თვეა დარჩენილი, ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორი განწობაა ამ მომენტისთვის საზოგადოებაში. საუბარია მოსახლეობის იმ რამდენიმეათასიან აუდიტორიაზე, რომელიც აქტიურად, ყოველდღიურად კითხულობს ონლაინ გაზეთ „მეტრონომს“. აქვე აღვნიშნავთ, ამ გამოკითხვას, რა თქმა უნდა, არ აქვს პრეტენზია, რომ რეალურად ასახავს ნამდვილ სურათს, თუმცა გარკვეულ სეგმენტზე შესაძლებელია დავინახოთ, თუ როგორია საზოგადოების ნაწილის განწყობა და დამოკიდებულება ამა თუ იმ შესაძლო კანდიდატის მიმართ. გამოკითხვაში 13 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. დასმული იყო კითხვა – ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად. „მეტრონომის“ საიტზე ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხმა მიეცათ პოლიტიკური პერსონისთვის, რომელსაც ამ პოსტისთვის ღირსეულად მიაჩნდათ. ტექნიკურად, ერთი IP მისამართიდან შესაძლებელი ოყო ხმის მხოლოდ ერთხელ მიცემა. სიაში თითქმის ყველა შესაძლო კანდიდატი იყო ჩამოთვლილი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ქვევით. აღსანიშნავია, რომ თავიდანვე გამოიკვეთა ორი პერსონა: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და „ნაცმოძრაობიდან“ დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი. საბოლოო შედეგები, პროცენტული მონაცემებით შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე.
იტვირთბა....