ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

დრეზდენში საქართველოს მოქალაქეების დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა (ვიდეო)

გერმანიის ქალაქ დრეზდენში საქართველოს 15 მოქალაქის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატრადა, რომლის დროსაც შვიდი სამართალდამცავი დაშავდა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს. 

გერმანული Die Welt-ის ცნობით, პოლიცია აღნიშნული 15 პირით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მიიღეს შეტყობინება, რომ  დრეზდენის ერთ-ერთ მეტროსადგურში ისინი მგზავრებს უხეშად ექცეოდნენ და 63 წლის მამაკაცს ცემეს.

შემთხვევის ადგილთან მისულმა პოლიციამ მათგან ვინაობის დამადასტურებელი საბუთები მოითხოვა, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

სპეცოპერაციის შედეგად რვა ქართველი დააკავეს. დანარჩენების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

იტვირთბა....