ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელისაშვილი: რეალური პარლამენტის თავმჯდომარე ბესელიაა და მას ბუზს ვერავინ აუფრენს

მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის იურდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკე ბესელია, ნანა კაკაბაძე და მანანა კობახიძე ადამიანების შეწყალების საქმეში ფულს იღებდნენ. ელისაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის დახმარებით მათი კორუფციული გარიგების საქმე ჩაიფარცხა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები არ არიან. ამის შესახებ ელისაშვილმა  ,,რუსთავი 2″-ის თოქ-შოუ ,,არჩევანში” ისაუბრა.

როგორც ელისაშვილი აცხადებს, რეალურად პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქცია კობახიძის ნაცვლად ბესელიას აქვს შეთავსებული და რასაც ის იტყვის ყველაფერი ისე კეთდება.  მისი თქმით, ბესელიას მიზანი ყოველთვის  პატიმრებით ვაჭრობა იყო და კვლავაც იქნება.

,, ბესელიას პასუხს ვინ მოსთხოვს, კობახიძე საკუთარ ჩრდილზე  ფრთხება. პაროლამენტის თავმჯდომარე კობახიძე კი არა ბესელიაა. სანამ ბესელიას ასეთი გავლენები აქვს, მას  პროკურატურა ბუზს ვერ აუფრენს. ის პატიმრობით ვაჭრობდა და ახლაც ამას აგრძელებს”, -აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  სამართალდამცავებმა საქართველოში ნარკოდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულთა ჯგუფი გამოავლინეს. შსს-ს ცნობით, საქმეზე დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია.

დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორად კი წარსულში ნასამართლევი ირაკლი ქორიძე სახელდება, რომელსაც ამჟამად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და რომელმაც წინა სასჯელის დროს პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა საპატიმრო დაწესებულება. მის რეკომენდატორთა შორის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი და მისი მაშინდელი თავმჯდომარე ეკა ბესელიაა.

იტვირთბა....