ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუს-ი: ქვეყნის მთავარი საფრთხე ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალებია

საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაფორმალური ანექსიის მიმდინარე პროცესი, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაცია, უკანონო დაკავებები და ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.

იტვირთბა....