ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Youtube-ის შტაბ-ბინაში უცნობი ქალი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

ამერიკული მედიის ცნობით, კალიფორნიაში მდებარე Youtube-ის შტაბ-ბინაში უცნობი ქალი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ თეთრკანიანი ქალი, რომელსაც შავი ზედატანი ეცვა, კომპანიის ოფისში უკანა კარიდან შევიდა და სროლა დაიწყო. მან დაახლოებით 20-ჯერ გაისროლა.

Youtube-ის შტაბ-ბინიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს. შტაბბინაში 1700-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

ადგილზე იმყოფება პოლიცია. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური.

იტვირთბა....