ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერმა ქარმა ბათუმში სახლს სახურავი ახადა

ძლიერმა ქარმა, ბათუმში თაბუკაშვილის პირველ  ნომერში სახლს სახურავი გადახადა. ინფორმაციას TV25-ი ავრცელებს.

სტიქიის შედეგად ორი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. დაზარალებულები თავს მეზობელს აფარებენ.

ფაქტის შესახებ ბათუმის მერია ინფორმირებულია, ამ ეტაპზე დაზიანებული სახურავის დემონტაჟი მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....