ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2017 წელს საქართველოში 6079 ავტოავარია მოხდა, 8461 ადამიანი დაშავდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო უსაფრთხოების ეფექტიანობაზე 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ავარია ხშირად მთავრდება მსხვერპლით. ანგარიშის შესახებ “ლიბერალი” წერს.

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ შეფასებული 40 ქვეყნიდან (მათ შორის ევროკავშირისაც) 2015 წლის მონაცემებით, საქართველო ლეტალური შემთხვევებით ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია.

მაგალითად, ირლანდიაში, რომელიც პოპულაციით დაახლოებით საქართველოს მსგავსია (4,7 მლნ) 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 1 მილიონ მოსახლეზე 36 ადამიანი ემსხვერპლა, საქართველოში კი ამავე წელს 1 მილიონის მოსახლის მიხედვით, 164 ავტოვარია დასრულდა მსვერპლით.

აუდიტი წერს, რომ 2017 წელს ქულათა სისტემის დანერგვამ და უკონტაქტო პატრულირებამ გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ დანერგილი მექანიზმები არასაკმარისია. 2017 წელს 8 461 ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით,ყველაზე მეტი ავტოავარია თბილისში მოხდა – 47%. მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევებში ლეტალური შედეგის წილი რეგიონულ გზებზე უფრო მაღალია – 49%, მაშინ როცა თბილისში ავტოავარიების 17% დასრულდა სიკვდილით.

„2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევით დაღუპულთა 58% 26-დან 60 წლამდე ასაკისაა, რაც ნიშნავს, რომ საგზაო შემთხვევის მონაწილეები, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან.“ – წერია აუდიტის ანგარიშში.

იტვირთბა....