ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: ” სააკაშვილის ჩამოსვლით ნურავინ გვაშინებს”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით ნურავინ გვაშინებს, ჩამოვიდეს, დავხვდებით, მას ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციური დაწესებულება ელოდება.

„საქართველო წარსულს, მით უფრო, ნეგატიურ წარსულს, არასდროს დაუბრუნდება. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ის ბოროტება დაავიწყდა, რაც წინა ხელისუფლებამ ქვეყანას თავს დაატეხა. ყველა შემთხვევაში ეს პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ჩემზე საქმეების აღძვრა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში”

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში ის რიგი ეკონომიკური ზომების გატარებას, მათ შორის „ბანკების მაფიის თარეშის“ დასრულებას და ხელფასების ზრდას გეგმავს.

იტვირთბა....