ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვაშაძე: “უმრავლესობა ჩხუბითა და გინებით თემის გადაფარვას ცდილობს”

ვერავინ გაიგო რატომ დაიწყო ჩხუბი გაჩეჩილაძემ. უმრავლესობის გარდა, ყველა გაოგნებული იყო. პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. ეს არის დავალებით გაკეთებული, რომ ყვყელაფერი გააკეთონ, რათა საქმიანი მსჯელობა არ გაიმართოს, – განუცხადა “მეტრონომს” “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღევანდელი დაპირისპირების კომენტირებისას.

“გინება და ჩხუბი არის ერთდერთი შესაძლებლობა, რომლითაც უმრავლესობა საკუთარი დანაშულებრივი საქმიანობის დამალვას ცდილობს. ჩვენ დმანისში დღეს პირდაპირ დავადგინეთ, რომ ქარხნის მართვის პულტი იმ ტერიტორიაზე დგას, რომელიც ჩვენ აუქციონზე შევიძინეთ. ქარხანაც იმ ტერიტორიაზე დგას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია. ჩხუბით და გინებით ყურადღების გადატანას ცდილობენ. გაჩეჩილაძე წამოხტა და უშვერი სიტყვების ძახილი დაიწყო.

ეს არის სტანდარტი, რომლითაც ცდილობენ თავისი დანაშულებრივი ქმედებები გადაფარონ. ვერავინ გაიგო რატომ დაიწყო ჩხუბი გაჩეჩილაძემ. უმრავლესობის გარდა, ყველა გაოგნებული იყო. პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. ეს არის დავალებით გაკეთებული, რომ ყვყელაფერი გააკეთონ, რათა საქმიანი მსჯელობა არ გაიმართოს”, – აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე „RMG Gold” -ის საქმიანობის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა.

გარემოს დაცვის კომიტეტმა კახა კუჭავამ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ ესაუბრათ მხოლოდ პრობლემებზე და არ გაკეთებულიყო ზოგადი შეფასებები.

კუჭავას თქმით, ყველა კომპანიას, რომელიც საკუთარი საქმიანობით გარემოს ზიანს აყენებს მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კითხვის დასმის საშუალება კუჭავამ გია გაჩეჩილაძეს მისცა.

გაჩეჩილაძის თქმით, კარგია,რომ შეხვედრას გიორგი ვაშაძეც ესწრება რადგან მის დროს იქნა მიღებული ანტიკონსტიტუციური კანონი, რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ კანონებს პარლამენტი იღებს.

გაჩეჩილაძე ვაშაძის პასუხმა გააღიზიანა და მისი მიმართულებით წავიდა.
ვაშაძემ გაჩეჩილაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

იტვირთბა....