ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„RMG Gold”-ის საქმიანობის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა

გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე „RMG Gold” -ის საქმიანობის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა.

გარემოს დაცვის კომიტეტმა კახა კუჭავამ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ ესაუბრათ მხოლოდ პრობლემებზე და არ გაკეთებულიყო ზოგადი შეფასებები.

კუჭავას თქმით, ყველა კომპანიას, რომელიც საკუთარი საქმიანობით გარემოს ზიანს აყენებს მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კითხვის დასმის საშუალება კუჭავამ გია გაჩეჩილაძეს მისცა.

გაჩეჩილაძის თქმით, კარგია,რომ შეხვედრას გიორგი ვაშაძეც ესწრება რადგან მის დროს იქნა მიღებული ანტიკონსტიტუციური კანონი, რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ კანონებს პარლამენტი იღებს.

გაჩეჩილაძე ვაშაძის პასუხმა გააღიზიანა და მისი მიმართულებით წავიდა.
ვაშაძემ გაჩეჩილაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

იტვირთბა....