ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2018-2019 წლის 16-17 სექტემბერს დაბადებული ბავშვები შესაძლოა პირველ კლასში დაარეგისტრირონ

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება. ვადებისა და ეტაპების შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ხელი უკვე მოაწერა.

ჩხენკელი  ადასტურებენ ინფორმაციას, რომ 2018-2019 სასწავლო წელს პირველ კლასში 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ შესვლას.

ახალი სასწავლო წელი 2018 წლის 17 სექტემბერს იწყება, რადგან მინისტრის ბრძანებით სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი დასვენების დღეს (შაბათს) ემთხვევა და სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 17 სექტემბერს უნდა დაიწყოს. კანონით კი განსაზღვრულია, რომ სკოლაში შესვლის ასაკი არის 6 წელი. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

იტვირთბა....