ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბახალას” სასამართლო პროცესი ახალ ბრალთან დაკავშირებით დღეს გაიმართება

გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვის საქმეზე გაიმართება. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა 14:00 საათზე დაინიშნა.

პროცესზე სახელმწიფო ბრალდებისთვის საგამოძიებო ვადისა და წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა მოხდება. ვინაიდან გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრი უკვე დადებული აქვს, მისთვის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე აღარ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

იტვირთბა....