ახალი ამბები მთავარი სამართალი

გასხვისებული მიწები ურეკში: საქმის შესწავლა ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაიწყო

ანტიკორუფციულმა სამსახურმა ურეკის მიწების გასხვისების საქმის შესწავლა დაიწყო- ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უწყებამ ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურიდან ყველა საჭირო დოკუმენტაცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უკვე გაითხოვა.
“გურიის მოამბის” ცნობითვე, ანტიკორუფციული სამსახური ოზურგეთის ყოფილი გამგეობისა და ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერიის გასხვისებულ მიწებზე იწყებს გამოძიებას.

სავარაუდოდ, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ეს შეიძლება ოზურგეთის მერიაში აუდიტის სამსახურის ყოფნასაც უკავშირდებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახურს ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია და დასკვნაც თავისთავად გამოქვეყნებული არ არის, როგორც  წყაროები იტყობინებიან, სამუშაოების დაწყების პირველ ეტაპზეც უამრავი დარღვევა იქნა აღმოჩენილი.

წყარო: “გურიის მოამბე”

იტვირთბა....