ბათუმის პორტში მოშიმშილეთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ბათუმის ნავსადგურის თანამშრომლები გენერალური დირექტორის გადადგომას მოითხოვენ.
მიზეზად კი დაწყებულ რეორგანიზაციას ასახელებენ. ნავსადგურის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ პროცესი რეალურად მათი სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ნავსადგურის დირექტორისა და მოშიმშილეების გუშინდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. აქციის მონაწილეებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირებით და სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა.
„ვითხოვთ დირექტორის უპირობოდ გადადგომას, მანამდე ვიშიმშილებთ, სანამ არ გადადგება. მიზეზი თანამშრომლების შემცირება, რეორგანიზაციის პროცესი და გაუარესებული სამედიცინო დაზღვევამ,“ -ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე თენგიზ სურმანიძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები რეორგანიზაციას აპროტესტებენ. პორტის თანამშრომლები შიმშილობენ, ხოლო ნავსადგური პარალიზებულია. თანამშრომლების განცხადებით, პორტის ყაზახური კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომელთა დიდი რაოდენობით გათავისუფლებას გეგმავს. ისინი გენერალურ დირექტორთან მურად ჯუმადილოევთან შეხვედრას ითხოვენ.