ძლიერმა ქარმა გადაუქროლა დასავლეთ საქართველოს, რომელმაც მოსახლეობისთვის საკმაოდ მძიმე პრობლემები შექმნა. ქარმა ოზურგეთის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა.
ოზურგეთის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა. შემთხვევის ადგილზე ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.
ძლიერმა ქარმა ასევე დააზარალა სამეგრელოს მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა და სენაკი. ერთ-ერთ სახლს სახურავი მთლიანად გადახდილი აქვს. დაზარალებულებს საწვიმარი ბრეზენტები სახლის დროებით გადასახურად დაურიგდათ.