ახალი ამბები მთავარი სამართალი

2017 წელს მოზარდების სუიციდის და სუიციდის მცდელობის სტატისტიკა ცნობილია

არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის შემთხვევათა რაოდენობა, 2016 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ 2017 წლის ანგარში წერია.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება 36 საქმეზე დაიწყო. ამ საქმეებს შორის სუიციდის 9, ხოლო სუიციდის მცდელობის 27 შემთხვევა იყო.

ანგარიშში აღშნიშნულია, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორებს შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა, დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა და რისკის ქვეშმყოფი ან/და სავარაუდო რთული ქცევის მქონე მოზარდებისათვის ეფექტიანი ფსიქოლოგიური სერვისის დროული მიწოდება.

ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშში ასევე საუბარია ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბესა და ცხოვრების არასათანადო დონესთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2017 წლის ანგარიშის მთავარი საკითხები გააცნო. 347-გვერდიან დოკუმენტში, ნინო ლომჯარია გასულ წელს, სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიმართ შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე ლაპარაკობს.

იტვირთბა....