ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

იუშჩენკო: “საწამლავი საკვებში შემირიეს რომელიც რესტორანში მივირთვი”

ვიქტორ იუშჩენკომ  BBC-სთან ინტერვიუში, მისი მოწამვლის დეტალებზე საუბრის დროს განაცხადა, რომ 2004 წლის ერთ საღამოს სახლში დაბრუნებისას მას მეუღლემ უთხრა რომ ტუჩებზე მეტალის გემო ქონდა.

“მე შევხვდი უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს. მათ მითხრეს, რომ შხამი ბრინჯში შეურიეს, რომელიც რესტორანში მივირთვი. სამკურნალოდ ავსტრიაში გავემგზავრე, სხეული შეშუპებული მქონდა. თავი კი თითქოს უფრო დიდი ზომის. მთელს ორგანიზმში ტკივილს ვგრძნობდი”,- განაცხადა იუშჩენკომ.

ჟურნალისთის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ მისი მოწამვლის ბრძანება პუტინმა გასცა, იუშჩენკო ვერ პასუხობს.

“მე მაქვს პასუხი, მაგრამ  ვერ გავახმიანებ” ,- აცხადებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენეტი.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის საქმეზე საუბრისას იუშჩენკო ამბობს, რომ გული წყდება, რადგან ევროპა ერთიანი არ არის.

„მწყდება გული, რომ ევროპა დაბრმავდა, არ არის ერთიანი, სოლიდარული, როდესაც საქმე რუსეთის პოლიტიკას ეხება. ვისურვებდი, ერთიანი ევროპა მიხვდეს, რომ ევროპის მოქალაქეებისთვის მთავარი საფრთხეა რუსეთის მიერ გატარებული შუა საუკუნეების დროინდელი პოლიტიკა“ – განაცხადა იუშჩენკომ.

 

იტვირთბა....