ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Iran Air-მა თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით ფრენები დაიწყო

საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარული საავიაციო მიმოსვლა ავიაკომპანია ,,Iran Air”-მა დაიწყო. თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.18), კვირაში 2-ჯერ, ყოველ სამშაბათსა და შაბათს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ინფო

რმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 27 მარტს მიენიჭა.

საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ და ჩარტერულ საავიაციო მიმოსვლას ავიაკომპანიები “Georgian Airways”, “Myway Airlines”, “ATA Airlines”, “Taban Airlines”, “Qeshm Airlines”, “Zagros Airlines”, “Kish Air” და “Iran Aseman Airlines” ახორციელებენ.

იტვირთბა....