ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში გველები გამოჩნდნენ

‘‘ანგისელი ქვეწარმავლები, დღეს გამომზეურდნენ…. sos ! ! !” – სტატუსი სოციალურ ქსელში, რამდენიმე საათის წინ, მოქალაქე ეთო საითაძემ დაწერა.

სითაძე სოციალურ ქსელში ფოტოსაც აქვეყნებს. აღნიშნულ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ქვეწარმავალი სახლშიც შევიდა.

ბათუმის მერიაში ინფორმაცია უკვე აქვთ და შესაბამისი ჯგუფები ტერიტორიას დღესვე შეწამლავენ – ირწმუნებიან უწყებაში. ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე – (0422) 27 26 06, ან განცხადებით მიმართონ მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს.

იტვირთბა....