ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა

გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გზაზე “გოლფის” მარკის ავტომობილი ხრამში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.

იტვირთბა....