ეკატერინბურგში პოლიციამ ჩარატებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 4 ბოროტმოქმედი დააკავა. აქედან 2 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც რუსეთში არალეგალურად იმყოფებოდა. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ცნობით, დამნაშავეებს ბრალად ბინებისა და ავტომანქალების ქურდობა ედებათ.
გამოძიების ცნობით, ისინი სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის ოლქებში მოქმედებდნენ, როგორც წესი, ეჭვმიტანილები ავტომობილის საბურავს აზიანებდნენ, შემდეგ დახმარებას თავაზობდნენ მფლობელს, და პროცესში ავტომანქანის სალონს ძარცავდნენ. დაზარალებულთა შორის ეკატერინბურგის ერთერთი მოსამართლეა. ეკატერინბურგში სამართალდამცავებმა რამდენიმე ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნაქურდალი ნივთები ამოიღეს, მათ შორის გამოძიებას გადაეცა 2 ავტომობილი.