ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. ავარია გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. გოლფის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. გვამი იდენტიფიცირებულია და ის პროზექტურაში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.