ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-დან გაძევებულ 60 რუს დიპლომატს უკრაინაში შესვლა აეკრძალა

აშშ-დან გაძევებულ 60 რუს დიპლომატს უკრაინაში შესვლა 5 წლის ვადით აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ვებგვერდზე აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, მათი ქმედებები დიპლომატის ქმედებებთან შეუთავსებელია.

“მათი ქმედებები შეუთავსებელია დიპლომატის ქმედებებთან. რუსეთის საელჩოდან 48 და გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან 12 დიპლომატს ქვეყანაში შემოსვლა ხუთი წლის ვადით აეკრძალა”, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად, აშშ-მ, ავსტრალიამ, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა, თავიანთი ქვეყნებიდან 152 დიპლომატი გააძევა.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.

იტვირთბა....