“იმედინიუსის” ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგს, 70 წლის კაცს ამავე სკოლის ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
როგორც სპორტსკოლის ხელმძღვანელი რამაზ კოხია “imedinews”-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით, მისთვის კონკრეტული დეტალები უცნობია. რაც შეეხება პედაგოგს, მან პოსტი გასულ კვირას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება არ შესულა.
საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს.