ხვალ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი, ხოლო აღმოშავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
დღეს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღისით +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
1 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
თბილისში საღამოს და ღამის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.