60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოთხივე პრიზიორი ქართველია
0
თბილისის საერთაშორისო ტურნირზე 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა, რომელიც ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიგო. მან ამირან პაპინაშვილი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები თემურ ნოძაძემ და ლაშა ჩადუნელმა მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვარცხლბეკზე მხოლოდ ქართველი სპორტსმენები იდგებიან.