ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბურჯანაძე: “რომელ ურთიერთობის დალაგებაზეა საუბარი, როდესაც რუს დიპლომატს აძევებ?”

“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს მიერ რუსი დეპუტატის გაძევებაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ეს არაკომპეტენტური გადაწყვეტილებაა, რომელიც ხელისუფლების უუნარობაზე მეტყველებს.

“საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურ უუნარობაზე, არაკომპეტენტურობაზე და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესების დაყენებაზე მიანიშნებს ის სასაცილო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით.

მსგავსი ფაქტები შედის მხოლოდ აშშ-ისა და დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს ინტერესებში, რომლებიც შეგნებულად ამწვავებენ რუსეთთან ურთიერთობას იმ ფონზე, როდესაც ორი კვირის წინ პრემიერ- მინისტრი რუსეთში გზავნის წერილს ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით და აყოლილი ფეხის ხმას აძევებს საქართველოდან რუს დიპლომატს. რომელ თანმიმდევრობაზე და რომელ ურთიერთობების დალაგებაზეა საუბარი?“, – თქვა ბურჯანაძემ.

იტვირთბა....