ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Aspria fitness – 24-საათიანი ფიტნეს კლუბი, 5 ფილიალი, მინიმალური ფასები და მაქსიმალური შედეგი

ფიტნეს კლუბი Aspria Fitness 6 წლის წინ, 2012 წლის 4 ივლისს გაიხსნა და შეძენილმა გამოცდილებამ კომპანიის ხელმძღვანელებს ბუნებრივად უბიძგა, თბილისის გარდა, საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქში, ბათუმშიც გაეხსნათ ფილიალი. Aspria Fitness-ის ხუთი ფილიალი კი ყოველთვის მზადყოფნაში ხვდება ნებისმიერ კლიენტს. საქართველოში მოქმედი ფიტნეს კლუბებისგან განსხვავებით, Aspria Fitness ერთადერთი ქსელური კლუბია ულამაზესი დარბაზებით, რომელიც დასავლურ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, 24 საათის განმავლობაში შეძლოს ვარჯიში. ამაში ნებისმიერი დარწმუნდება თუკი Aspria Fitness-ის რომელიმე ფილიალს ეწვევა. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 24-საათიან რეჟიმში ფიტნეს კლუბის მუშაობის ინოვატორი საქართველოში სწორედ ეს კომპანიაა.

„მეტრონომთან“ საუბარში კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ქაჯაია საკმაოდ უშუალო აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ეს პირველი მანიშნებელი იყო ჩვენთვის, თუ რატომ შეიძლება იყოს კომპანია კლიენტთან თუ სტუმართან სრულფასოვანი. „მეტრონომი“ ასევე, ტარიფებით დაინტერესდა, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის თავდაპირველი ინტერესის საგანია. Aspria Fitness-ის სატარიფო პოლიტიკა და არსებული ფასები მომხმარებლისთვის ძალიან ხელმისაწვდომია. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვეულებრივი მოვლენაა და ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამ მიზანს მიაღწიოს და ამაში ძალიან დიდი თანხა არ გადაიხადოს.

პირველი სატესტო ვიზიტი Aspria Fitness-ში უფასოა, რადგან მომხმარებელმა თავად განსაზღვროს რამდენად მოსწონს დარბაზი, ინსტრუქტორები და გარემო.

„თვიური, ულიმიტო პაკეტი 99 ლარი იყო ადრეც, როცა დავიწყეთ მუშაობა და დღემდე ეს ფასია შენარჩუნებული, მიუხედავად სავალუტო კურსის ცვლილებისა. მართალია კურსის ვარდნამ ჩვენი ხარჯები გაზარდა, მაგრამ კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებაა. ამიტომ ყველაფერი გავაკეთეთ რომ ეს ფასი შეგვენარჩუნებინა.“ – აღნიშნა Aspria Fitness-ის გენერალურმა დირექტორმა ლევან ქაჯაიამ.

Aspria Fitness-ში ვიზიტისას კიდევ ერთ, მომსახურების ნოვატორულ იდეას წავაწყდით, რომელიც უკვე საკმაოდ კარგად მუშაობს. აუცილებლად აღსაღნიშნია, რომ მსგავსი მომსახურება საქართველოს ფიტნეს ბაზარზე პირველია. Aspria Fitness სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, კიდევ უფრო შორს წავიდა და შექმნა მომხმარებელზე მორგებული, 75-ლარიანი ონლაინ პაკეტი, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 1-წლიანი გადანაწილებით, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ აბონემენტი იყიდოს და ყოველ თვე ავტომატურად ბარათიდან კონკრეტული თანხა დაექვითოს.

მომხმარებელს, ასევე შეუძლია 2-თვიანი შეჩერების ფუნქცია სრულიად უფასოდ გამოიყენოს, რაც რეალურად აბონემენტს 14 თვემდე ზრდის. მაგალითად, თუ მომხმარებელი დასასვენებლად წავიდა, მას შეუძლია სრულიად უფასოდ, 2 თვის განმავლობაში შეაჩეროს ეს კონკრეტული პაკეტი და დასვენების შემდეგ კვლავ აქტიურად გააგრძელოს ვარჯიში.
აბონემენტის შეძენის ფასში ულიმიტო ვიზიტები, ჯგუფური ვარჯიშები, კონსულტაცია, ინდივიდუალური პროგრამის შედგენა და კვების რაციონის განსაზღვრა შედის.

„ერთადერთი ძირითადი მიმართულება და მიზანი, რომელიც ჩვენს კომპანიას აქვს, ის არის, რომ ვარჯიშის მეშვეობით, მომხმარებელს მივაღწევინოთ სასურველ შედეგამდე“ – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

თვიურ ულიმიტო ვარჯიშთნ ერთად, 75 ლარიან ულიმიტო პაკეტში არაერთი ჯგუფური ვარჯიში შედის, როგორიცაა TRX, Plyometrics, CrossFit, აერობიკა, სტეპ-აერობიკა, სპინინგი, კრივი, კიკ-ბოქსინგი, Tae Bo და პილატესი.

Aspria Fitness მხოლოდ ლამაზ დარბაზში ვარჯიშს არ გთავაზობთ, რადგანაც მათი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელმა საკუთარი მიზანს მიაღწიოს, რაშიც მათ კვალიფიციური მწვრთნელები დაეხმარებიან. Aspria Fitness ჯგუფი ყოველთვის ზრუნავს მომხმარებელზე და ყველაფერს აკეთებს არსებულ ფილიალებში ვითარების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.

ფიტნეს სფეროში სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ეს დისბალანსი ბათუმის ფილიალის გახსნის შემდეგ შეივსო. საქართველოში ერთადერთი ფიტნეს კლუბია Aspria Fitness, რომლის ერთი აბონემენტით შეგვიძლია ნებისმიერ ქსელში ვივარჯიშოთ. მაგალითისთვის ავიღოთ ზაფხულის პერიოდი, როცა მომხმარებელი დასასვენებლადაა წასული ბათუმში მას შეუძლია ზღვისპირა ქალაქის ფილიალში უპრობლემოდ ივარჯიშოს, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი სხეულზე ზრუნვა უკვე აქ გააგრძელოს.

ხუთივე ფილიალი თბილისისა და ბათუმის ყველაზე მოძრავ უბნებშია განთავსებული. ესენია: საბურთალო – ბურძგლას ქ.74, ვაკე – ჭავჭავაძის ქ.37 , გლდანი – სავაჭრო ცენტრი „მარიამი“ , დიდუბე- წერეთლის 2 , ხოლო ბათუმში – გორგილაძის ქ.88 , რაც კომფორტული და მარტივად მისასვლელია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
Aspria Fitness-ის ნებისმიერ ფილიალში აშკარად იგრძნობა წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება, მათ ხელმძღვანელობასთან საუბარი და შიდა სამზარეულოში მცირე ჩახედვაც კი აჩენს საქმისადმი დამოკიდებულებას.

აშკარაა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მომხმარებლის მოთხოვნებზეა ორიენტირებული, რაც Aspria Fitness-ს განვითარებად ბაზარზე გამოარჩევს. საუკეთესოდ აღჭურვილ სატრენაჟორო დარბაზთან ერთად, მომხმარებელს სასურველი მიზნის მიღწევაში კვალიფიციური პერსონალიც ეხმარება. Aspria Fitness-ის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მიზნის მიღწევაში ბოლომდე დაეხმაროს.

აქ მთავარი სულისკვეთებაა, რადგან სხვა შემთხვევაში ასეთი მეგობრული გარემო არ იქნებოდა, სადაც ერთიანდებიან კონკრეტული მიზნის გარშემო, ესაა – მომხმარებელი და მისი სურვილი, რომ მიაღწიოს სასურველ შედეგს.

კომპანიის მთავარი მიზანი სტაბილური ფასი, მომხმარებელზე მორგებული პირობები და მომხმარებლის სურვილია – იყოს ჯანმრთელი.

იტვირთბა....