სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში,ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი სეტყვა, დაახლოებით, 10 წუთს გაგრძელდა. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
სოფლის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, რევაზ კრაწაშვილის ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანში სეტყვას მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არ ამუშავებულა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი, ტექნიკას 1 აპრილიდან გამოიყენებენ.