პირს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ადვოკატ გიორგი მდინარაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობის მუხლით წაუყენეს.
ადვოკატი ამ ეტაპზე ბრალთან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაზე არ საუბრობს.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, დაგეგმილია, რომ ბრალდებული ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შემოწმდეს.
შემთხვევა თბილისში 28 მარტს მოხდა. 13 წლის მოზარდს ლიფტში უცხო ქვეყნის მოქალაქემ სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.