ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის მესაკუთრე კომპანიის გენერალური დირექტორი დააკავეს

კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის “Зимняя вишня”-ს მესაკუთრე კომპანიის გენერალური დირექტორი იულია ბოგდანოვა დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის სვეტლანა პეტრენკოს განცხადებით, თანამშრომლებმა არაერთხელ აცნობეს ბოგდანოვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემის ნაკლოვანებების შესახებ, თუმცა მან არაფერი მოიმოქმედა.

მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლით წაუყენებენ, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სავაჭრო ცენტრ „Зимняя вишня“-ში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა, რომლის შედეგადაც 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი.

იტვირთბა....