ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: “ოცნება ისეთ საშინელებას გაუგორებს რუსებს, კვირიკაშვილის წერილი მოგვენატრება”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას ეხმაურება და წერს, რომ მესამეხარისხოვანი დიპლომატის საერთაშორისო ზეწოლით იძულებითი გაძევების დასაბალანსებლად ისეთ საარაკო საშინელებას გაუგორებს რუსებს ოცნების მთავრობა.

“გული მიგრძნობს და გონება მკარნახობს, რომ ამ ერთი მესამეხარისხოვანი დიპლომატის საერთაშორისო ზეწოლით იძულებითი გაძევების დასაბალანსებლად ისეთ საარაკო საშინელებას გაუგორებს რუსებს ოცნების მთავრობა, კვირიკაშვილის ისტორიული უსამარცხვინოესი წერილი მოგვენატრება.
აგერ თქვენ და აგერ მე”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.

ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.

იტვირთბა....