ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: “ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატი, თბილისის გენგეგმაც, მაგრამ ქართველი ერი შიმშილობს”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ  მნიშვნელოვან საკითხებზე წერს და აცხადებს, რომ ყველაფრის ფონზე მთავარი იკარგება – ქართველი ერის შიმშილი.

“ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატიც, თბილისის გენგეგმაც, ხეების მოგზაურობაც და ასე შემდეგ. ყველაფერზე უნდა ვიმსჯელოთ, გავაშუქოთ, დავწეროთ…

მაგრამ, ასე მგონია, ამ ყველაფრის მიღმა, იკარგება მთავარი – ქართველი ერი უბრალოდ შიმშილობს და სიღატაკეში ატარებს ცხოვრებას. სიღარიბეზე დიდი მტერი კაცობრიობას მართლა არა ყავს და ამ უვერაგეს მტერთან ხელისუფლება სასტიკად მარცხდება. სამწუხაროდ, არა მხოლოდ მასთან”, – წერს გვარამია.

იტვირთბა....