თბილისის პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების გამოკითხვა მოხდება. პანკისის სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ დაჭრილი და დაღუპული 19 წლის ახალგაზრდას ოჯახი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს, 19 წლის თემრილან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცრაზმელს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.