ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გენგეგმის ავტორმა სითი ინსტიტუტმა თავისი უფლებები შესაძლოა სასამართლოში დაიცვას

სითი ინსიტუტის ორგანიზებით თბილისის გენერალური გეგმის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც მერის მოადგილეები, საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ურბანისტები ესწრებიან.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ სწორედ დღევანდელი დღის შემდეგ მათ ექნებათ ორიენტირი იმის შესახებ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

სითი ინსტიტუტისთვის დედაქალაქის მთავრობის ბრალდებები და კრიტიკა მიუღებელია და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოშიც არ გამორიცხავს.

27 მარტს გენგეგმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასტუმრო “ბილტმორში” გააცნეს. შეხვედრა ხმაურისა და სიტვყიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.

იტვირთბა....