გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ვაკისა და საბურთალოს გარკვეულ ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის, პეტრიწის და თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ამასთან, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის, შატბერაშვილის და ჟვანიას ქუჩების მცხოვრებლებს.