გორში ქალაქის ცენტრში ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს. თუმცა, ლომბარდის თანამშრომელმა აგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერა შეძლო. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სასჯელი 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.