ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “ხომ არ დადგა დრო, რომ კვირიკაშვილმა თავად წაიღოს წერილი?”

საქართველოს მიერ დიპლომატის გაძევება მხოლოდ სოლიდარობის აქტია. ჩვენ ვხედავთ სკრიპალის საქმის ამო გლობალურ სივრცეში რა ხდება და თუ ჩვენ განვითარების საკუთრი ვექტორი გვაქვს, ჩვენი ხელისუფლება სოლიდარული უნდა იყოს ამ სივრცეში მომხდარიკოლექტიური გადაწყვეტილების, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი საქართველოს მიერ რუსი დიპლომატის გაძევებას.

“საქართველოს მიერ დიპლომატის გაძევება მხოლოდ სოლიდარობის აქტია. ჩვენ ვხედავთ სკრიპალის საქმის ამო გლობალურ სივრცეში რა ხდება და თუ ჩვენ განვითარების საკუთრი ვექტორი გვაქვს, ჩვენი ხელისუფლება სოლიდარული უნდა იყოს ამ სივრცეში მომხდარიკოლექტიური გადაწყვეტილების. ჩვენ ამ ფორმით მოვახდინეთ კოლექტიური გადაწყვეტილების სოლიდარობა.  სხვა საკითხია, რომ ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და შვეიცარიის საკონსულოს თანამშრომლის გაძევება მოგვიხდა.

აქ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ კვირიკაშვილმა ცნობილი წერილი, რომ აფრინა გამოჩნდა რამდენად უადგილო და უდროო იყო და რისი შეჭმა უწევს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას. ეს არაადეკვატური წერილი იყო. ახლა ვეკითხები კვირიკაშვილს, მეორედ რომ მოუნდება გენიალური წერილის დაწერა, წერილის წამღები რომ არ დარჩა თითონ წაიღებს მას? ხომ არ დადგა დრო, რომ კვირიკაშვილმა თავად წაიღოს წერილი?”, – აცხადებს ხუხაშვილი.

იტვირთბა....