ჭიათურაში მაღაროელები და პროფკავშირის წარმომადგენლები აქციას მართვენ.
მაღაროელები ხელფასის მატებასა და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხებიც უნდა აისახოს.
აქციის გამართვა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და მაღაროელებს რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ დაგეგმილი, რასაც დამატებითი მუხტი საწარმოში კიდევ ერთი მუშის გარდაცვალებამ მისცა.